Saturday, April 4, 2015

Sunday, March 29, 2015

1.პროექტის სახელწოდება;ენერგია, რომლის ხარჯზეც ელექტროძრავა მუშაობს და ელექტროძრავების გამოყენება.
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2წინადადებით:მოსწავლეები შეაფასებენ ტექნიკაში ამპერის ძალისგამოყენების მნიშვნელობას, ისაუბრებენ ელექტრული ძრავების გამოყენების პერსპექტივებზე.
3.პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები ფიქრობენ,რომ პროექტიაქტუალურია რადგან ელექტროძრავები ფართოდაა გამოყენებული როგორც მრეწველობაში,ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში.
4.პროექტის მიზნები:ელექტრული ძრავებისმუშაობისპრინციპის შესახებ ცოდნის გაღრმავება.მოსწავლეებში სამუშაოს დაგეგმვის,ინფორმაციის მოძიების,ჯგუფური მუშაობის,საინფორმაციო ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენების უნარების განვითარება.
5.მონაწილეთა ასაკი:15-16წელი
6.ვადები/ხანგრძლივობა:10დღე.
7.მოსალოდნელი შედეგები;პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეებიმოამზადებენ პრეზენტაციას შემდეგ საკითხებზე:1.რა არის ამპერის ძალის აღძვრის მიზეზი. 2.რატომ არ ასრულებს მაგნიტური ველი მუშაობას? 3.რომელი ენერგიის ხარჯზე სრულდება მუშაობა ელექტრულ ძრავაში? მოამზადებენ თვალსაჩინოებას.
8.პროექტისათვის საჭირო რესურსები:1.ქ.ტატიშვილი,ფიზიკა მეათე კლასი.2.თ.ხაზარაძე''ფიზიკის ამოცანების ამოხსნის მეთოდიკა",ინტერნეტი.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):1.თემის შერჩევა,2.კლასის დაყოფა ჯგუფებად და საკითხების განაწილება.3.მასალების მომზადება4.პრეზენტაცია.5.შეფასება.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთანკავშირი:აღნიშნული პროექტის განხორციელება გათვალისწინებულია სასწავლო გეგმით.
11.პროექტის ხელმძღვანელი:ციალა ქოქოშვილი.
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: cialaqoqoshvili@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://cialagogoshvili.blogspot.com/